|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“

“სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. მის მიერ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, არ დასრულებულა. შესაბამისად, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა- განუცხადა ჟურნალისტებს  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კომენტირებისას. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის პარალელუტად, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მიეწოდოს ინფორმაცია.

თუ რაიმე კითხვა აქვს სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვის წინ.  ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომლებმაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლით ყველაფერს. თუ გამოვლინდებიან დამნაშავეები, ისინი  დასჯილი იქნებიან და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ. გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა თავად სასამართლო პროცესზე. კერძოდ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ახალი გარკვეული გარემოებები, რომელთა აქტიური შესწავლა და გამოძიება ახლა მიმდინარეობს. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, თუ გამოვლინდნენ ასეთი პირები, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება  და დასკვნები მერე გამოვიტანოთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი პირის დაკითხვა. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ,  10 რიცხვამდე და შეიძლება,  უფრო ადრეც საზოგადოებას  შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს გამოძიება რამდენიმე თვის წინ ძირითადი გამოძიებიდან ცალკე საქმედ გამოეყო და შესაბამისად, მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, ვინც საჭირო იქნება, ყველა აუცილებლად დაიკითხება,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

 შეგახსებებთ, ზაზა სარალიძეს მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 10 ივნისამდე პარლამენტის წინ კარვები გაშლილი იქნება, სადაც მუდმივად იმორიგევებენ მოქალაქეები, ხოლო თუ 10 ივნისს არ დაკმაყოფილდება ზაზა სარალიძის მოთხოვნები, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაგრძელედება. 

ავტორი: ნიუპრესი