,განახლებული რეგიონები“ - ს პროგრამით სამტრედიაში კორპუსების ფასადები იღებება
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ - ს ფარგლებში , სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების ინტენსიური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, განახლდება მრავალსართულიანი სახლების ფასადები, სახურავები და მიმდებარე ტერიტორია, ასევე ეწყობა ტროტუარები.
სამტრედიის მერი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ თამარ მეფის ქუჩის განაშენიანება, ურბანული მიმართულების კუთხით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მუნიციპალიტეტისთვის.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა