|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაცვალების 74 შემთხვევა - 21 აგვისტოს კორონასტატისტიკა საქართველოში

საქართველოში  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი - 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში. 50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ავტორი: ნიუპრესი