|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობებისა და ღვარცოფების შესახებ აფრთხილებს

17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი, - ამის შესახებ  ინფორმაციას გარემოს  ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 
სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი  საფრთის შესახებ აფრთხილებს: 
„მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი