როგორ გამოიყურება ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ქუთაისში(PHOTO)
ქუთაისის ქუჩებში გაუთიბავ ბალახს და მოუწესრიგებელ მწვანე საფარს არც თუ იშვიათად შეხვდებით. ამ ჯერზე "ნიუპრესის" ობიექტივმა უმეთვალყურეოდ დატოვებული სკვერი და ქუჩა დააფიქსირა.
გაუთიბავია ბალახი ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური მდგომარეობაა მიმდებარე 9 აპრილის ქუჩაზე. ბალახის საფარი ზოგან ერთ მეტრს აღწევს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე მწვანე საფარი 2 თვის წინ გაითიბა. ქუთაისში მწვანე საფარი 300 ათას კვ.მ- ს შეადგენს, რომელიც ეტაპობრივად ითიბება.


ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















