"გავაგრძელებთ პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც დაგვეხმარება სოფლის პროდუქციის წარმოების გაზრდაში" (R)
"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა გეგუთისა და პატრიგეთის თემებში სოფლის მეურნეობის სათბურები დაათვალიერა.
კანდიდატს სათბურები ტარიელ გიგიაძემ და მამია ჩხობაძემ დაათვალიერებინეს. ორივე მათგანს წლიდან წლამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოყვათ და როგორც ადგილზე ისე, საზღვრებს მიღმა ჰყიდიან.
"გიგიაძისა და ჩხობაძის ოჯახური ბიზნესი არის საუკეთესო მაგალითი შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტური გამოყენებისა. ჩვენ გპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც დაგვეხმარება სოფლის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და გასაღების ბაზრის უზრუნველყოფაში" - აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.
ცოტნე ზურაბიანის თქმით, იგეგმება წყალტუბოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე კანდიდატი ყურადღებას „ქართული ოცნების„ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ბლოკზე გაამახვილებს.
ავტორი: ნიუპრესი