|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზრდილია სარესტორნო ხარჯები, მაგრამ შემცირებულია სოციალური პროგრამების დაფინანსება - გიგა შუშანია 2024 წლის ბიუჯეტზე

გაზრდილია სარესტორნო ხარჯები, მაგრამ შემცირებულია სოციალური პროგრამების დაფინანსება, - ამის შესახებ ენმ-ის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ქუთაისის ბიუჯეტის 2024 წლის პროექტზე  განაცხადა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. 

"მომავალი წლის ბიუჯეტი არ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს და არც მათ მოგვარებაზეა ორიენტირებული. გაზრდილია სარესტორნო ხარჯები, მაგრამ შემცირებულია სოციალური პროგრამების დაფინანსება, თითქოს მომავალ წელს მოსახლეობას სოციალური პრობლემები არ ექნება. 100 მილიონიდან 45 მილიონი ხელფასებზე იხარჯება, გაზრდილია შტატები და ეს არჩევნებისთვის ჭორდებათ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, მეტიც მოვუწოდებ ფრაქციას დავიბაროთ ქუთაისის მერი და დეტალურად განვიხილოთ პროექტი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: ნიუპრესი