გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა (R)
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების- ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გედევან ფოფხაძე სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტია ,,ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა საარჩევნო გარემო უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. გედევან ფოფხაძემ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და ,,ქართული ოცნების" მხარდჭერისკენ მოუწოდა.
ავტორი: ნიუპრესი