გედევან ფოფხაძე შეხვედრები მოსახლოებასთან გრძელდება (R)
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების- ციხისჯვარის, ანდეზიტის, აგრეთვე, ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ციხისჯვარში, ანდეზიტია და ბაკურიანში წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდა. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს
ავტორი: ნიუპრესი