|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გედევან ფოფხაძემ მოსახლეობას მთის კანონი გააცნო (R)

 "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი სოფელ მზეთამზისა და წაღვერის მოსახლეობას შეხვდა. გედევან ფოფხაძე ამომრჩევლებთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა. გედევან ფოფხაძემ მოსახლეობას მთის კანონი გააცნო და აღნიშნა, ამ კანონით მაღალმთიან სოფლების მოსახლეობა გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რომლებიც ძირითადად გზის და სარწყავი წყლის უქონლობას შეეხებოდა. გედევან ფოფხაძე ადგილობრივების პრობლემების მოგვარებას დაპირდა. გედევან ფოფხაძემ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ავტორი: ნიუპრესი