გეგუთში სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ფანჯრიდან ვარდნის შედეგად დაზიანება მიიღო.
მეოთხე კლასელმა ბავშვმა ხელები მოიტეხა და თავი გაიტეხა. მოზარდი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადახტომა და სახლში ამ ფორმით წასვლა გადაწყვიტა.
სკოლასთან პრეტენზია არ აქვს ბავშვის ოჯახს და მომხდარს სიცელქეს უკავშირებენ. ბაბუის თქმით, მასზე ძალადობას არც მოსწავლეებისგან და არც მასწავლებლისგან ადგილი არ ქონია. მომხდარის შემდეგ სკოლამ პოლიცია გამოიძახა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
მოზარდი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი