"გეიარ-გამეიარე", ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა - გიგა შუშანია
"გეიარ-გამეიარე", ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია ტურიზმის ცენტრის მიერ შექმნილ აპლიკაციაზე, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 105 000 ლარი დაიხარჯა.
საკრებულოს დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, ადმინისტრაცია თანხას ყოველ ჯერზე წარუმატებელ პროექტებზე ხარჯავს.
"ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა, "ქუთაისი ქალაქია" შექმნაზე, ახლა 105 000 ლარი გამოყო ბიუჯეტიდან და შექმნა აპლიკაცია, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, დაარქვეს, "გეიარ-გამეიარე". ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა, კარგად აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ ქალაქის მიმართ, ჯერ წაართვეს პარლამენტი, წაართვეს ფუნქცია და ახლა დაუსვეს მერი, რომელიც ქალაქის კულტურას არ იცნობს, არ იცის ადგილობრივების განწყობა და მსგავსი არაადეკვატური გადაწყვეტილებებით არიან დაკავებული ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 75%
არა - 25%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა