|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათი ისევ დაკეტეს - თორნიკე ბარათაშვილი

გელათი ისევ დაკეტეს, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს.
 მისივე ცნობით, ეზოში შესვლა ჯერ-ჯერობით დაშვებულია, თუმცა ექსპერტების მისვლის შემდეგ, ალბათ, მასაც დაკეტავენ.  
  
"კატასტროფას, რომელიც გელათს დაატეხეს თავს, ექსპერტების ორჯერ ჩამოსვლამ ვერ უშველა და მათი ვიზიტების გახშირებას სახელმწიფოს მხრიდან რეალობის შეფუთვისა და საკითხის კიდევ უფრო გასაიდუმლოების ფონზე მომავალში უნდა ველოდოთ.
მთლიანად დახურულია ინფორმაცია მხატვრობის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
ხარაჩოს წულუკიანი გუშაგობს", - წერს ბარათაშვილი სოციალურ ქსელში. 
 
შეგახსენებთ, გელათის ტაძარში არასათანადოდ ჩატარებული  სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაზიანდა უნიკალური ფდრესკები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა