|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ფრესკები წვიმის წყლით ზიანდება

ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად სელათის მონასტერში საუკუნოვანი ფრესკები ზიანდება, -ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო  ART info ქართველი ისტორიკოსის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მიერ  სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"sos, sos, გელათში ამ შაბათ-კვირის წვიმებმა აჩვენა, რომ არაფრად ვვარგივართ. გელათის საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩამოსული ნაკადულები რეცხავდნენ. ასე გვინდა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნება?და, საერთოდ, ვართ ჩვენ გელათის ღირსნი?",-წერს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი სოციალურ ქსელში.

 შეგახსენებთ, გელათის მონასტერში სარეკონსტრუქციო სამუშაოები  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით  ჩატარდა.

 ახლახანს გელათი და ბაგრატი იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების სიაში შეიტანა. 

 

ავტორი: ნიუპრესი