|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი - მკვლევარები რეპრესიების მოლოდინში არიან

 
სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი, - ამის შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრის მკვლევარები აცხადებენ. მათ კულტურის სამინისტროს მუქარის შემცველ წერილს წერილთ უპასუხეს.  ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტები სამინისტროს მხრიდან რეპრესიების მოლოდინში არიან.
 
 
"სამინისტროს წერილის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებისაგან დიდად დაცილებულ თემებს ეხება. რამდენადაც ასეთ საკითხებზე უნაყოფო პოლემიკა ჩვენს მიზანს არ შეადგენს, მხოლოდ რამდენიმე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლებით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მიუღებელია მცდელობა, უმნიშვნელოვანესი ძეგლის პრობლემებზე საქმიანი კრიტიკული მსჯელობა გადატანილი იქნას სრულიად გაუგებარ ჭრილში. სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი. გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მოურიდებლად არის ნახმარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები: პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“(ბრჭყალებში!), პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკოსი და სხვა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“", - ნათქვამია ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილში. 
შეგახსენებთ, მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ დასკვნა, რომელიც საპატრიარქოს თხოვნის აფუძველზე მომზადდა, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ სავალალო მდგომარეობას ეხება. დასკვნის საფუძველზე ბრიფინგი გამართა პარტია ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც კულტურის მინისტრს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. პასუხად კულტურის სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა სადაც ჩუბინაშვილის ექსპერტებს სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა