|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კვლავ დაკეტილია

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კვლავ დაკეტილია. რამდენიმე დღეა ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან.
ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი რეაბილიტაცია გახდა, თუმცა ამ დროისთვის ტაძარში სამუშაოები არ მიმდინარეობს.
 
ტაძრის დაკეტვას არსებულ მძიმე სიტუაციას უკავშირებენ აქტივისტები.
"ევროპა ჩვენი სახლიას" ინფორმაციით, ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და პრობლემა შეუქცევადი გახდა.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს.
დამოუკიდებელი მონიტორების გარეშე დარჩენილი პროცესი პირდაპირი მნიშვნელობით დაბოქლომდა.
 
წულუკიანის და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის (მათ შორის იმ "ექსპერტების, რომლებიც ყველა ეტაპზე უარყოფდნენ არსებულ რეალობას) გარდა არავინ იცის, რეალურად რა ხდება ბოქლომს მიღმა დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი გელათის კედლებზე.
სამინისტრო მხოლოდ ზოგადი შინაარსის ცნობების გავრცელებით შემოიფარგლება, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე, ახალი იმპროვიზაციების შესახებ საზოგადოებას ვუყვებით, ბოქლომზე ჯერ არაფერი უთქვამთ!"- აცხადებს ევროპა ჩვენი სახლია.
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი