|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაცია მოხდება

 შეიქმება სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს, -  ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუკლტურის მინისტრისა და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან შეხვედრაზე მიიღეს. 

 კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან (რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს) შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენებიდან ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური, ან ხელახლა გამოიცეს ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის.

ავტორი: ნიუპრესი