"გელათის უნიკალური მხატვრობა იშლება, იატაკზე იყრება, ცოცხით იგვება და ნაგავსაყრელზე გადის"
გელათის უნიკალური ფრესკები კვლავ საფრთხეშია - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანოზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე თორნიკე ბარათაშვილი ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.
კადრებში ჩამონგრეული კედლის ნაწილები ჩანს. მისი თქმით, ტაძარში არსებული ტენიანობის გამო ფრესკები ყოველდღიურად ზიანდება, ამიტომ აუცილებელია, პროცესში საერთაშორისო ექსპერტების დაუყოვნებლივ ჩართონ.
ფრესკების დაზიანების ფაქტზე საუბრობს ტაძარში მყოფი მესანთლეც. როგორც ის განმარტავს, ტაძარში წყლის დინება შეწყდა, თუმცა ფრესკები დაზიანება ეტაპობროვად შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების არასათანადოდ ჩატარების გამო ტაძარში ნალექები ჩაედინება, რის გამოც საფრთხის ქვეშაა უნიკალური მხატვრობა. არასამთავრობო სექტორის მოთხოვნით და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა. ამასთან, შეიქმება სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს.
ავტორი: