გელათში 21 კრიტიკული კერა გამოვლინდა, რომლის კონსერვაცია მოხდება
გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრიბიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან გაგრძელდება გადახურვის სამუშოაები და მოეწყობა დროებით გადახურვის დროებითი გადახურვა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება. დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.
ავტორი: ნიუპრესი