|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათში წყალი ისევ ჩამოდის და უნიკალური ფრესკები ნადგურდება - თორნიკე ბარათაშვილი

 

გელათში წყალი ისევ ჩამოდის და უნიკალური ფრესკები ნადგურდება - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წერს.

მისი ინფორმაციით, გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა.

„გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით- ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა.

უხარისხო დროებით გადახურვა 2020 წლიდან აქვს გელათის ღვთისმშობლის შობის და წმ. გიორგის ტაძრებს, რაც პირველად, მონტაჟიდან 1 თვეში დაზიანდა და 2021 წლის 19 იანვარს დასავლეთის მკლავის მდგომარეობა დაამძიმა.

ვეხმაურებოდით კომიტეტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რწმენა დროებითი გადახურვის საიმედობის შესახებ უსაფუძვლო იყო და მივუთითებდით მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ზამთარი მშვიდად ყოფნა.

კლიმატის გაუარესების შემთხვევამ (რაც გელათის ზონაში მოსალოდნელი და დასაშვები პირობაა) გამოაჩინა, რომ გადახურვის მდგრადობის მიუხედავად (კონსტრუქცია და თუნუქი არ დაზიანებულა), კონცეპტუალური წუნის გამო, ტაძრებში წყლის ინფლიტრაციის რისკები ვერ იქნა დაზღვეული.

კომიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებით 5-6 თებერვილის დროს ტაძრებში წყლის შეღწევის ყველა ლოკაციას შეისწავლიან და ანგარიშის სახით წარუდგენენ საზოგადოებას“,  - წერს ბარათაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: