|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენერალური პროკურორის პოსტი გიორგი გაბიტაშვილმა ჩაიბარა

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ყავს. ამ პოსტზე პარლამენტმა  გენერალური  პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა. 

მანამდე გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ გამოუცხადა ნდობა.

გაბიტაშვილი 11 წელი იყო გენერალური პროკურორის მოადგილე.

გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

 

ავტორი: ნიუპრესი