|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სკოლაში მოსწავლის ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გელათის სკოლაში მოსწავლის ბულინგის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, - ინფორმაციას ადვოკატი  ლევან ჭელიძე ავრცელებს. 

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელის ბულინგის ფაქტზე ადვოკატმა ლევან ჭელიემ გაავრცელა. 

მისი ინფორმაციით, ბულინგის ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო სკოლის ადმინისტრაცია, თუმცა სამართალდაცმველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთვნენ. 

საქმეში ფიგურირებს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ გოგონას თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ.

როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. თანაკლასელებს გოგონას მიერ საშინაო დავალებების მომზადება აღიზიანებდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი