|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა შუშანიამ ქუთაისის მერის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ქუთაისის მერის წინაააღმდეგ პროკურატურას მიმართეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ პროკურატურაში განცხადება მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე წარადგინა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს სამსახურეობრივ გულგრილობას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაინტერესდა საბინაო სამსახურში არსებული ხარვეზებით და მეტიც, საკრებულოს დასკვნისთვის დადებითი შეფასების მიცემა დაავალა.

შუშანია აცხადებს, რომ არ აქვს პროკურატურის რეაგირების იმედი, თუმცა ამბობს, რომ გამოძიებას ახალი ხელისუფლება აუცილებლად დაიწყებს.

 შეგახსენებთ, მერიის შიდა აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ოპოზიცია საბინაო სამსახურში კორუფციის არსებობაზე საუბრობს. მერიაში კი განაცხადეს, რომ აუდიტის დასკვნაში  მხოლოდ ხარვეზებია აღნიშნული და კორუფციის ნიშნებზე საუბარი არ არის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი