გივი ჭიჭინაძეს დეპუტატობის კანდიდატად მომავალ კვირაში წარადგენენ
ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატს „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას წარადგენს -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანდიდატის წარდგენა, შესაძლოა, კვირის დასაწყისში მოხდეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთი რეალური კანდიდატურა, რომელსაც მმართველი პარტია ვანისა და ხონის ოლქში განიხილავს, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეა.
გუნერნატორი მხარის მუნიცილაპიტეტების მერებთან და საკრბულოს თავმჯდომარეებთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის დელეგაცია საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. გამოფენა დღეს დასრულდება.
ქვეყანაში არყოფნის გამო შესაძლო კანდიდატობასთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
პარლამენტის შუალედური არჩევნები აღნიშნულ ოლქში 28 აპრილს ჩატარდება.
ავტორი: ნიუპრესი