გიორგი გახარიამ ქუთაისის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე წარადგინა.
რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს სიის წევრებს, ესენი არიან: ელეონორა არჩაია, ნინო ჩიკვაშვილი, კახა ჩხეტიანი, ბადრი კაპეტივაძე, ნიკოლოზ კილასონია, ირმა ქურასბედიანი, ზურა კაპანაძე.
მაჟორიტარების სია კი ასეთია: გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია მათე ზოსიაშვილი, უქიმერიონის - მაკა ბერაია, საფიჩხია, კახიანოურისა და მუხნარის - თამუნა ნიკოლეიშვილი, სულხან- საბას/ ვაკისუბნის - გიორგი სილაგაძე, ნიკეა-ძელქვიანის - ედიშერ მიქაბერიძე, ავტოქარხნის- ალეკო თამაზაშვილი, ქალაქ-მუზეუმის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია ლაშა ლაღიძე.
გიორგი გახარიას თქმით, ერთიანდებიან საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. როგორც გახარიამ სიის წარდგენის დროს განაცხადა, სიტყვებს – „არავის წინააღმდეგ“ პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
ავტორი: ნიუპრესი