გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
10 ოქტომბრით დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა არჩევნებთან დაკავშირებულმა წინაპირობებმა გამოიწვია.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა,“- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ავტორი: ნიუპრესი