"კორონაკრიზისი მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი"- გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან ქუთაისში ტურისზმის სექტორში დასაქმებულებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
მისი თქმით, კორონაკრიზისი მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი და 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ვაშაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს 23,6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად და სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. "სტრატეგია აღმშენებლის" ლიდერის თქმით, "დამსხვრეულმა ოცნებამ" არაფერი გააკეთა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ფაქტების გამოძიება მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი