|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გირჩი მეტი თავისუფლების" აქცია სუსთან ევაკუატორით გადაყვანით დასრულდა [VIDEO]

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, იმედა კლდიაშვილის ავტომობილი  "სუსის" შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან  სამართალდამცველებმა ევაკუატორით გაიყვანეს. 
 
"გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი თავისი ავტომობილით პროტესტის ნიშნად ჩაკეტა.

ავტომობილის საქარე მინაზე გამოკრულია მოთხოვნები, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ასევე 2%-იანი ბარიერით გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა.

მინაზე გამოკრულია ასევე ბანერი, "მიმართეთ პრესცენტს, კომენტარს არ ვაკეთებ", რაც სამართალდამცველების განცხადებების ერთგვარ გაშარჟებას წარმოადგენს.  

 ანალოგიური აქცია  საქართველოს დიდ ქალაქებში ერთდროულად გაიმართა. სამართალდამცველებმა "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები სუსის ტერიტორიიდან  ყველგან ევაკუატორით გადაიყვანეს. არიან დაკავებულებიც. თელავში აქციისას დააკავეს მწერალი ტორესა მოსი. 
 
 მსგვსი აქცია იმედა კლდიაშვილმა  რამდენიმე დღის წინაც გამართა, მაშინ ის ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და დააკავეს, შემდეგ კი 2000 ლარით დააჯარიმეს.  
 
 

ავტორი: ნიუპრესი