|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გივი ჭიჭინაძე ფაროსანას გამო მოსახლეობას თხილის ამოთხრას ურჩევს"

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, ვანსა და ხონში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე მოსახლეობას თხილის ნარგავების ამოთხრისაკენ მოუწოდებს. 

“გაიარეთ იმერეთის სოფლებში, ვანსა და ხონში, სადაც არჩევნები ტარდება. თქვენი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე მოსახლეობასთან შეხვედრებზე დადის და ამბობს, რომ თხილი ამოთხარონ და სხვა რამ დარგონ, ოღონდ რა არის ეს სხვა რამე, ამას არავის ეუბნება! მას გადაწყვეტილი აქვს ეს გეგმა, რომ უნდა მოთხაროს თხილი და სხვა რამ დარგონ“, - განაცხადა რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

პარლამენტი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დანიშვნის თაობაზე მსჯელობს. ფაროსანას პრობლემაზე პოლიტიკური დებატების დანიშვნის ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი