გივი ჭიჭინაძის დეპუტატად ცნობას პარლამენტმა კენჭი უყარა
დღეს პარლამენტში დეპუტატის სტატუსით პირველად მივიდა ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი გივი ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძეს დღეს პარლამენტმა მანდატის მისაღებად ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრას მისი დეპუტატის ცნობასთან დაკავშირებით მხარი 87–მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა.
შეგახსნებთ, იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი გახდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა