"გივი ჭიჭინაძის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი"
„ყოფილი გუბერნატორის, ბატონი გივი ჭიჭინაძის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება, ბატონი გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი და ჩვენ ასევე წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენ წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დამსწრეებს 2 წლის წინ, რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის მიერ გაცემული დაპირებები შეახსენა და განაცხადა, რომ პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დაპირება პირნათლად შესრულდა.
„ ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება. ასევე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, იმ დროისათვის, საერთოდ, დაკეტილიც კი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისების უმრავლესობა და ჩვენ ეს ამოცანები, რასაც ერქვა პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, სათანადოდ, შევასრულეთ და ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება და ძალიან ღირსეული გამარჯვება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო საპარლამენტო გუნდის განახლება.
ავტორი: ნიუპრესი