|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა(R)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატი ამჯერად  ხოფურის, მაზაშის, ნანარის, რცხმელურის, გვიბრალას, ლაღარვაშის, ნაღომარის, ყვედრეშის, წიფლაკაკაიასა და ლამანაშურის სოფლების მცხოვრებლებს სტუმრობდა.

გოჩა ენუქიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, მათ შორის დასაქმების კუთხით.

 „მე ხალხის სამსახურში ვიდგები. ყველა თქვენთაგანის სატკივარს გავიზიარებ, რომ შევძლო საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მთას დახმარება სჭირდება. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ აქ, ლენტეხში, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმაური, სიცოცხლე ჩქეფდეს, ყველა სახლამდე და ეზომდე იყოს მოწესრიგებული გზა და მოიხსნას ყველგან წყლის პრობლემა. შეიქმნას დასაქმების ადგილები წვრილი და საშუალო ბიზნესის ხარჯზე. უნდა ავითვისოთ მიწა და მოვიყვანოთ მოსავალი, გაიხსნას სასტუმროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურიზმისათავის. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა ასეთი თანადგომისთვის“,- მიმართა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის ამომრჩეველს.

ავტორი: ნიუპრესი