|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა ენუქიძე ლენტეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა(R)

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაჭა- ლეჩხუმსა და სხვანეთში, გოჩა ენუქიძე ლენტეხის 13 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

იგი  ჩიხარეშის, ახალშენის, ბენიერის, ლაშხარამის, მარგვიშის, მახაშის, მელეს, ნაცულის, ღობის, შკედის, ცანას, ზესხოსა და ყორულდაშის მაცხოვრებლებს სტუმრობდა.

 კანდიდატმა ადგილობრივებს გააცნო პარტიის ოთხპუნქტიანი გეგმა, ესაუბრა სამომავლო პროექტებზე, ჩაინიშნა ამომრჩევლის პრობლემები და დასახა მოცემული საკითხების გადაჭრის გზები.

 „მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. იმისთვის, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს საკუთარ კარ-მიდამოს, უკეთესი პირობებითა და შეღავათებით უნდა გავანებივროთ ადგილობრივი მცხოვრები. უნდა მივცეთ მათ თანამედროვე პირობებით სარგებლობის საშუალება, მიმზიდველი გავხადოთ უცხოელებისთვის ლენტეხის მხარე“, - მიმართა ლენტეხის ადგილობრივ მაცხოვრებლებს გოჩა ენუქიძემ.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა  მოსახლეობას დიდი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

  „მადლიერი ვარ ასეთი თბილი და უშუალო მიღებისთვის, მადლიერი ვარ ლენტეხელი ხალხის, რომ გულისხმიერად მომისმინა, ნდობა და მხარდაჭრა აღმითქვა. მე გავამართლებ თქვენ მოლოდინს. ერთად დავუბრუნოთ მთას სიცოცხლე“,-განაცხადა მოქალაქეებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი