გოდერძი თევზაძის საქმეს ქუთაისის სასამართლოში განიხილავენ
სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს, მას ბრალად 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18.00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურა სამტრედიის თევზაძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
თუმცა ამ დრომდე ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნის გამოცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გეგმავს.დაზარალებული მხარე ეჭვობს, რომ გამოძიებამ ბრალდებულს მიმალვაში ხელი შეუწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















