გოგი მეშველიანი: „მთის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია“ (R)
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამომრჩეველთა ინფორმირებას აგრძელებს.
ამჯერად იგი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების - ხახალაჯვრის, წიფორისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. ბოლნისის მუიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ექვს სოფელს (დარბაზი, ხახალაჯვარი, ჭრეში, წიფორი, ბერთაკარი, ბალიჭი). მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ამასთან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რას ითვალისწინებს კანონი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ .
„ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე, რათა ადამიანებს შეუქმნათ უკეთესი პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის,მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ -ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა , რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას , ცხოვრების დონის ამაღლებას , დასაქმების ხელშეწყობას ,სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.
ავტორი: ნიუპრესი