გოგი წულაია ერთი კვირაა შიმშილობს და არც მედიკამენტებს იღებს
უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს,, ამის შესახებ გოგი წულაია აცხადებს. ის განცხადებას ციხიდან ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ წინასწარი პატიმრობა კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივეს.
წულაია მოსამართლისა და პროკურორის აცილებას ითხოვს.
"10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია.
მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში," - წერს გოგი წულაია.
ავტორი: ნიუპრესი