|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, მაგრამ მიკროავტობუსების გაჩერებამ უკუშედეგი გამოიღო"

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია, მიკროავტობუსების მუშაობის  შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

გოგი წულაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ მოსახლეობას პრობლემები  არა მხოლოდ  ქუთაისში შეუქმნა.  

„ პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, მაგრამ მიკროავტობუსების გაჩერებამ, ჩემი აზრით უკუშედეგი გამოიღო. ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოიჩინოს კეთილგონიერება და სოფლებსა თუ ქალაქის ტერიტორიაზე, დაშვებულ იქნას ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა უფრო აქტიური სადეზინფექციო სამუშაოებით გაგრძელდეს“, -განაცხადა წულაიამ. 

მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიების მქონე  პერსონალისთვის სამსახურებმა დამატებითი ტრანსპორტი უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, 18  მარტიდან ქვეყნის  მასშტაბით მიკროავტობუსების  მოძრაობა  კრძალა. ქუთაისში მგზავრები ავტობუსით გადაადგილდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა