|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ პოლიციის შენობას "ცერცვი შეაყარა"

გოგი წულაიამ პოლიციის შენობას ცერცვი შეაყარა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის განაწყენება მისი საჩივრის გამოუძიებლობამ გამოიწვია.

გოგი წულაიას თქმით, პანდემიის დროს, როდესაც შეკრებები აკრძალული იყო, მერიის თანამშრომლების შეკრება დააფიქსირა, ფაქტის ამსახველი ფოტოები პოლიციაში მიიტანა და გამოძიება მოითხოვა. წულაიას თქმით, ამ დრომდე საქმე შესწავლილი არ არის, რის გამოც გოგი წულაია აცხადებს, რომ შერჩევით სამართალია და მოქალაქეებს მოუწოდებს, ჯარიმები არ გადაიხადონ.

"ორი თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვენენ მერიის თანამშრომლები შეკრებილი, მაგრამ საქმის გამოძიება არ მომხდარა.  ამათზეა ნათქვამი, "შეაყარე კედელს ცერცვი", ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე, ნიშნად იმისა, რომ რეალურად, გამოძიება არ ხდება. მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ თხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი, მოვუწოდებ მოქალაქეებს,  არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან", - განაცხადა გოგი წულაია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა