|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი ხაზარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისმა დაკარგა თავისუფლების, ღირსების და ადამიანობის ეტალონი გოგი ხაზარაძე, - წერენ  სოციალურ ქსელში.

ქუთაისელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გოგი ხაზარაძე კორონავირუსისაგან გარდაიცვალა. ის ჟანგბადდამოკიდებული იყო და ინფექციას ერთ თვეზე მეტხანს ევრძოდა.

ერთ-ერთი ბოლო პოსტში, რომელიც გოგი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ადამიანებს აცრისაკენ მოუწოდებს. 

"პირადად, ჩემს თავს გადახდილი უტყუარი ფაქტებით შემოგეხიდებით და აცრა უნდა გაიკეთოთ თუ არა, რაციონალურად მიუდექით და გადაწყვიტეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია...
დღემდე ვერ მოვიკრიბე ძალა, რომ აქ დამეწერა რამე. ახლა შევძელი მხოლოდ...
დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.
ეს პატარა ომი არაა. ომობ კოვიდთან და მეორეს მხრივ საკუთარი თავის ფსიქოლოგიასთან, რათა აუცილებელია არ გატყდე, არ დანებდე... თავს მოუფრთხილდით", - დაწერა გოგი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში. 
 შეგახსენებთ, გოგი ხაზარაძე ქუთაისში "თავისუფალი დემოკრატების" ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ის იყო ამ პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა