|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა - ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“ - ივანე ჩხაიძე

ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა - ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, დღეს საქართველოში, დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ს შეადგენს.

„დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.  თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი