|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ დროისთვის სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, გრიპის შემთხვევების მატება ნოემბრიდან არის მოსალოდნელი"

 თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისათვის სხვადასხვა ვირუსი ცირკულირებს, გრიპის შემთხვევების მატება კო მოემბრიდან არის მოსალოდნელი.

„ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში.

შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები.

ჩვენ გრიპის ვირუსის ტიპირებას ვახორციელებთ. ოქტომბერში დაფიქსირდა ღორის გრიპის მსგავსი ვირუსი, ყველა სხვა შემთხვევაში წელს ე.წ. ჰონგ-კონგის მსგავსი ვირუსი იყო. ქვეყანაში მოსალოდნელია H3N2, ან H1N1 ვირუსების ცირკულირება”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა