|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გთხოვთ, მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში - პაატა ბურჭულაძე

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში.მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება , ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს. 

 მისი განცხადებით, არ სურს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გახდეს. 

"ყველაფერს აქვს საზღვარი!!!
ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!!
მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე.
ქართულო ოცნებავ,ყველაფერში არღვევთ კანონებს:ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში.მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში.
ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ:
საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს.მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება,რომლებსაც ვერ იტანს.
ყველაფერს აქვს საზღვარი!!!
ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!!
მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე.
ქართულო ოცნებავ,ყველაფერში არღვევთ კანონებს:ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში.მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში.
ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ:
საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს.მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება,რომლებსაც ვერ იტანს"- წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
 
 მიხეილ სააკაშვილი რუსათავის ციხეში 36 დღეა შიმშილობს. მისი მდგომარეონა უფრო და უფრო მძიმდება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა