გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა", ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.
დაიღუპა ასევე უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. ამასთან, დაშავებულია პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებას კლინიკაში გადაჰყავს.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.
ავტორი: ნიუპრესი