|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ

 გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ, - ამს შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილომა განაცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. 

„მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები დავკარგეთ, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლები ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ დიდმა ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 ათას ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა