|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გული მწყდება, რომ შოთა მურღულია აღარ იქნება ქუთაისის მერი"

გული მწყდება რომ შოთა მურღულია აღარ იქნება ქუთაისის მერი - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მერის პოსტზე შოთა მურღულიას უფლებამოსილების  ვადის ამოწურვას.

მინისტრის განცხადებით,  მურღულიასთან თანამშრომლობა მისთვის კომფორტული იყო.

"გული მწყდება, რომ ქოთა მურღულია არ იქნება მერი რადგან ყველგან აღვნიშნავ რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთია რომელთანაც კომუნიკაცია კომფორტულია, ის ყოველთვის ჩართული იყო პროექტებში"- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრი დღეს მესხიშვილის თეატრის მსახიობებს შეხვდა და მათ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინა, ასევე ისაუბრეს თეატრის სამომავლო გეგმებზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი