|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმედი მაქვს, თეატრში არ იქნება ხელოვნურად შექმნილი პრობლემები" -მიხეილ გიორგაძე

საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მესხიშვილის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე წარუდგინა. 

მინისტრმა ახალი ხელმძღვანელის ღირსებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი წარმატებული იქნება.

"იმედი მაქვს, რომ თეატრში არ იქნება ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, რაც ხელს შეუშლის ახალ ხელმძღვანელს მუშაობაში. რაც უნდა იდეალური იყოს ხელმძღვანელი, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს პრობლემა, თუმცა უნდა მოხერხდეს პრობლემების დაძლება", -განაცცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სამომავლო გეგმებზე ისაუბრა კოტე აბაშიძემ,  მან გაიხსენა ის განვლილი წლები, რომელიც მესხიშვილის თეატრთან აკავშირებს. მისი თქმით, საქმიანობას ხვალიდანვე შეუდგება და მისი კარი  ღია იქნება თანამშრომლობის მსურველთათვის.

თეატრის მსახიობებმა შენიშვნები სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოთქვეს.

ინგა კაკიაშვილის განცხადებით, იმ დროს როდესაც თეატრი მხარს სხვა კანდიდატს უჭერდა,  რატომ არ მოხდა იმ ინფორმაციის გაჟღერება, რომ ამ პოსტზე კენჭს კოტე აბაშიძეც იყრიდა. აღნიშნულ კითხვას კოტემ აბაშიძემ უპასუხა. მისი თქმით, ის არ ჩაერია თეატრის შიდა საქმეში და განაცხადი პირდაპირ სამინისტროში შეიტანა. აბაშიძის თქმით, მას აქვს სამოქმედო პროგრამა, რომელსაც მსახიობებს ხვალიდან გააცნობს.

 წარდგენას  ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ასევე თეატრის მსახიობები ესწრებობდნენ.

 შეგახსენებთ, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე 7 კანდიდატურა განიხილებოდა. თეატრმა მხარდაჭერა მსახიობ ენდი ძიძავას გამოუცხადა, თუმცა სამინისტრომ სხვა კანდიდატურა შეარჩია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი