გუმათში რკინის ჯებირების დაზიანების ხარისხს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ
რიონის ხეობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ისინი რკინის ჯებირის დაზიანებულ და დეფორმირებულ ფრაგმენტებს ასურათებენ.
"რას იძიებენ მე მაინტერესებს, ეს არის საზღვრის მიტაცება კიდევ, იქაც არ გვიშვებენ. პრეტენზიები ჩვენ გვაქვს იქეთ, ეს ბოლო დღეებია უდანაშაულო ბიჭებს იტაცებენ, ცემენ, აგინებენ და გვაგინებენ", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ.
რიონის ხეობის მცველები გამოძიებას აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ.
შეგახსენებთ, გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი