|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გურია“ და „ტორპედო“ ამხანაგურ მატჩს გამართავს

ქუთაისის სპორტის სასახლეში  ქართველი ფეხბურთელის მერაბ მეგრელაძის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი მინი ფეხბურთში გაიმართება- შეხვედრაში მონაწილეობას ლანჩხუთის „გურიისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. 

 მერაბ მეგრელაძე თამაშობდა წყალტუბოს „სამგურალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ზესტაფონის „მარგვეთში“.  ის გამოირჩეოდა საგოლე ალღოთი და ოსტატური, მოულოდნელი დარტყმებით. ფეხბურთელმა კარიერა 44 წლის ასაკში  ნოვოსიბირსკის „ჩლაკოვეცში“ დაასრულა.  2012 წლის იანვარში კი გარდაიცვალა.

 ამხანაგური მატჩი 26 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა