|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გვარის შეცვლის რეჟიმის გამკაცრება იგეგმება

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით გაჩენილი პრობლემების გამო შესაძლოა მთავრობამ გვარის შეწვლის წესში ცვლილებები შეიტანოს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.  მისი თქმით,  ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა.

გარკვეული ცვლილებების შემუშავება დაგვჭირდება. ერთი ასეთი ცვლილებაა გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არავის შეეძლება არასდროს, უბრალოდ, მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ამ კუთხით უნდა შეიცვალოს ზომიერად მკაცრი პოლიტიკით. მაგალითად იმით, რომ პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ის ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, პირს დასჭირდება აუცილებლად თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში”,– განაცხადა ბარამიძემ.

ავტორი: ნიუპრესი