ჰკითხეთ ვიოლა ფონ კრამონს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია-კახა კუჭავა
მას კითხეთ, საიდან აქვს ინფორმაცია, საიდან იცოდა წინასწარ რამე ხდებოდა თუ ეს მისი ვარაუდია?- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, უმჯობესია, მთელ სურათში შეხედონ კონტექსტს, თუ რას ემსახურებიდა ეს განცხადება. მისივე თქმით, ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე ემუქრება.
"მისი სკეპტიკური განცხადება მივიღეთ ხელშეკრულებიდან ჩვენი გასვლასთან დაკავშირებითაც, თუმცა ფაქტი ერთია, მე მასთან საუბარი მქონდა და ძალიან უკმაყოფილო იყო თუნდაც იმით, რომ ნაცებმა სართოდ არ მოახდინა ამის ხელმოწერა, ჯობია მთელს სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს, მისი ეს კონკრეტული განცხადება რას ემსახურებიდა? არანაირი საფრთხე ემუქრება ევროატლანტიკურ გზას, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს და მივაღწევთ სასურველ შედეგს"-განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსნებეთ, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმების პირობები მეორე ტრანშისთვის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი